საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს მარკების ისტორია

იცით, თუ არა, რომ ?!
 
ნატო და მისი წევრი ქვეყნები საფოსტო მარკებს ქმნიან და გამოსცემენ ორგანიზაციის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების აღსანიშნად.
 
პირველი ასეთი მარკა პორტუგალიამ და აშშ-მ 1952 წელს გამოსცა, ალიანსის მესამე წლის იუბილეს აღსანიშნად.
 
სულ ახლახანს, 2016 წლის 22 ოქტომბერს, Belgian Post-მაც გამოსცა სამახსოვრო მარკა, სადაც ნატოს ახალი შტაბ-ბინა და მისი გამორჩეული არქიტექტურაა გამოსახული. აღნიშნული მარკა ნატოს ახალ შტაბ-ბინაში გადასვლის აღსანიშნად შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ელექტრონულ სამყაროში წერილებს ნაკლებად თუ აგზავნიან, მაგრამ მარკების კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ გარკვეული ტრადიციები უცვლელი რჩება.
68 წლის განმავლობაში გამოცემული სხვა მარკების სანახავად გადადით ბმულზე

22-11-2017