საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში დაიწყო

მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში დაიწყო.
 
ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს. ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს.
 
აშშ-ში ვიზიტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტისას გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და შეხვედრები როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან.
 
პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები ასევე, არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

27-11-2017