საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სერჟანტებთან

კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში 7 დეკემბერს, 10:00 საათზე შედგება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. მოხსენებებს წაიკითხავენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის  სხვადასხვა წარმომადგენლები. 

ძირითადი აქცენტები გაკეთდება ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, თავდაცვის რეფორმაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და კრიზისების მართვაზე, ასევე, ზოგადად ევროპულ ღირებულებებზე.