საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე

“საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება ნატოს შემდგომ სამიტებზეც დადასტურდა”-ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა ასპექტს მიმოიხილავს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგის ფორუმს, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის განხორციელებას. ხაზგასმულია წლიური ეროვნული პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ რეფორმებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მიზნების მისაღწევად.

 

საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ითარგმნა და გავრცელდა, გადმოსცემს სხდომის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებს. 

 

- გადმოწერა / გახსნა

06-12-2017