საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საჯარო დისკუსიათა ციკლი "EU Talks" იწყება

საჯარო დისკუსიათა ციკლი "EU Talks" იწყება.

 

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 13 დეკემბერს ორი პანელური დისკუსია გაიმართება:

(1) საქართველოს ევროინტეგრაცია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე: მიღწევები და გამოწვევები /სამუშაო ენა: ინგლისური

(2) მედიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში / სამუშაო ენა: ქართული

 

დისკუსიაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გთხოვთ, მონაწილეობა დაადასტუროთ აღნიშნულ მეილზე: d.lezhava@css.ge

დღის წესრიგი, შეგიძლიათ, იხილოთ მიბმულ ფაილში 

- გადმოწერა / გახსნა

 

შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიება  სოციალურ ქსელში 

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი: სასტუმრო თბილისი მარიოტი

 

ღონისძიება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერაა ორგანიზებული.

 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

 

საჯარო დისკუსიათა ციკლი პროექტის "საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიურ სივრცეში" მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოს 8 უნივერსიტეტში, მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებში, სტუდენტებისთვის სემინარების სერია ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს აკადემიურ წრეებში ევროპეიზაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის დისკუსიებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ეროვნული იდენტობა, ამბივალენტური დამოკიდებულებები ევროკავშირის მიმართ, საგარეო ურთიერთობები, ძირითადი აქტორები და პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპეიზაციის მექანიზმები, უმაღლესი განათლების ევროპეიზაცია და სხვ. 

 

 

პროექტი დასრულდება საერთაშორისო კონფერენციით “Performing Europeanization: the Case of Georgia and Other EaP Countries” რომელიც გაიმართება 22-23 იანვარს. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის ერასმუს+ ჟან მონე აქტივობების ფარგლებში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია.