საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კოჯორში სერჟანტებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სემინარი გაიმართა

ყოველწლიური სემინარი სერჟანტებისთვის "ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ გრძელდება.

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, თავდაცვის რეფორმებს, კიბერუსაფრთხოებას, ევროპულ ღირებულებებსა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას გაეცნენ.

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კოჯრის სერჟანტთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაალ ზაალიშვილმა გახსნეს. სერჟანტები სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ევროინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე ისაუბრა, სემინარის ბოლოს კი სერჟანტები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრთან პარტნიორობით მეექვსედ განხორციელდა.

08-12-2017