საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ნატოს 29 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, გენერალური მდივნის, იენს სოლტენტბერგის მანდატი 2 წლით, 2020 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის საქმიანობას მოკავშირეები მიესალმებიან და სრულ ნდობას უცხადებენ, განაგრძოს მუშაობა ნატოს 21-ე საუკუნის უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.

იენს სტოლტენბერგი გახლდათ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 2000-2001 და 2005-2013 წლებში, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივნად. მან მადლობა გადაუხადა ალიანსის ყველა წევრს მიღებული გადაწყვეტილებისათვის.

13-12-2017