საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
სახელმძღვანელო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე პარტნიორებს სთავაზობს საკმაოდ ფართო ლიბერალიზაციას საქონელსა და მომსახურებაზე, სატარიფო ბარიერების, ანუ საბაჟო გადასახადების თითქმის სრული გაუქმებით. ასევე შესაძლო ხდება არასატარიფო ბარიერების მინიმალიზაცია კვოტების და ლიცენზიების გაუქმებით, ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების მინიმალიზაციით, საბაჟო წმენდის პროცედურების გამარტივებით და ა.შ. 

 

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მეტ ინფორმაციას სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელოდან მიიღებთ.

 

პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის “ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის #DCFTA თაობაზე” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID/ G4G-ის მიერ.

 

- გადმოწერა / გახსნა

25-12-2017