საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით

საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით რეგიონის საჯარო სკოლებში შეხვედრები გრძელდება. შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის მე-7 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.ჯვარის პირველ საჯარო სკოლებში. შეხვედრებზე ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორია და მიზნები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მის გარშემო გავრცელებული მითები და რეალობა გააცნო. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

07-02-2018