საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის რეგიონში გრძელდება!

გასულ კვირას, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ რეგიონში არაერთი შეხვედრა განახორციელა. მათ შორის იყო შეხვედრები: ქუთაისისა და ხონის საჯარო ბიბლიოთეკებში, მკითხველებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, ხონის მუნიციპალიტეტის მე-3 და ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისთვის.

შეხვედრების მთავარი თემები იყო: ნატო, ევროკავშირი, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა და გახსნილი ახალი შესაძლებლობები, ვიზალიბერალიზაცია და სხვ.

საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საჯარო ბიბლიოთეკებს ნატოსა და ევროკავშირზე თემატური ლიტერატურა გადასცა. საინფორმაციო მასალები გადაეცათ მოსწავლეებსაც. დაიგეგმა სკოლებში სამომავლო თანამშრომლობაც.

08-02-2018