საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ღია კარის დღე ქართული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის

ღია კარის დღეები საინფორმაციო ცენტრში გრძელდება! 

 

ამჯერად ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ქართული სასწავლებლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ნატოს ისტორია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროგრესი და შედეგები - ის საკითხები იყო, რასაც მოსწავლეები ვიზიტისას გაეცნენ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუმრების კითხვებსაც უპასუხა. 

 

ხუთშაბათობით, ღია კარის დღეზე, საინფორმაციო ცენტრი ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების მისაღებადაა მზად. 

08-02-2018