საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სენაკის მე-2 საჯარო სკოლაში

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა შეხვედრაზე ევროკავშირის და ნატოს შექმნის ისტორია და მიზნები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მის გარშემო გავრცელებული მითები და რეალობა განიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას 150-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.

 

08-02-2018