საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი რეგიონში შეხვედრებს ატარებს.

ამჯერად შეხვედრა გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბავრის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებთან. ნატო, ევროკავშირი და საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა შეხვედრის მთავარი თემები იყო. უფლოსკლასელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა ლიტერატურაც გადაეცათ.

09-02-2018