საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები ზუგდიდის მე-9 და წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლებში

ზუგდიდის მე-9 და წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი შეხვდა. შეხვედრებზე ნატოს შექმნის ისტორია და მიზნები, ევროკავშირის ღირებულებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მის გარშემო გავრცელებული მითები და რეალობა განიხილეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

09-02-2018