საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები აჭარაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული გზის, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმის დასასრულს, აჭარის ბიურომ პროექტის "ჩემი მთავარი სათქმელი" ერთ-ერთ საუკეთესო პრეზენტატორს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

 

შეხვედრა გაიმართა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც. მონაწილეებს ინფორმაცია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ასევე, სავაჭრო ურთიერთობებსა და წარმატებულ მაგალითებზე მიეწოდათ. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოების გააქტიურებაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრები აჭარაში

 

 

 

 

13-02-2018