საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
​ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კერძოდ საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად ლუქსლებრუგში საქართელოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან შემცირდა ათ დღემდე. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად.

 

წყარო

23-02-2018