საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბულგარეთის საელჩო ახალგაზრდებისთვის ესსეების კონკურსს აცხადებს

"ევროკავშრი 2030 წელს“ („The EU in 2030”) – ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ესსეების კონკურსს აცხადებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებსაც ევროკავშირი და მისი სამომავლო პოლიტიკა აინტერესებს. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 გვერდს და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შესრულებული. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი კომისია.

 

გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის აპრილში და ბულგარეთში 4 დღიანი ტურით დაჯილდოვდება. ტურის ფარგლებში გამარჯვებულს საშუალება ექნება შეხვდეს შესაბამის პარტნიორებს, უკეთ გაეცნოს ბულგარეთის კულტურას, ისტორიას და მიიღოს ინფორმაცია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოში პირველი თავმჯდომარეობის ფარგლებში ბულგარეთის პრიორიტეტებისა და აქტივობების შესახებ.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ბულგარეთის საელჩოს მეილზე: embassy.tbilisi@mfa.bg 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: embassy.tbilisi@mfa.bg

 

ასლი კი: christiana.christova@mfa.bg. ასევე შესაძლებელია ნაშრომის გაგზავნა საელჩოს საფოსტო მისამართზე: თბილისი, გორგასლის III შესახვ., გასასვლელი 15, 0105 ან საელჩოს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/EmbassyBulgariaTbilisi/.

 

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მარტი.