საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
 
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრები 5-7 მარტს იმერეთის რეგიონში იმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ქუთაისსა და სამტრედიაში მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრები, ასევე, გაიმართება ვანში, თერჯოლაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბაღდათსა და ზესტაფონში.
 
მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ექპერტები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ყურადღება გამახვილდება იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.
 
საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
 
შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით განხორციელდება.

05-03-2018