საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა წინანდლის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა წინანდლის საჯარო სკოლაში. შეხვედრას წინანდლისა და იორმუღალნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ ევროპულ ღირებულებებსა და ევროპული განათლების საკითხებზე ისაუბრა. დისკუსია ასევე შეეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და უპირატესობებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციით იღებს.  

შეხვედრის შემდგომ გამოითქვა სურვილი რეგიონული ბიუროსა და წინანდლის საჯარო სკოლის ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე. 

07-03-2018