საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის შესახებ კახეთის რეგიონში

12-13 მარტს, კახეთის რეგიონში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდება. 

 

მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ექპერტები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ყურადღება გამახვილდება იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.