საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელების პრევენციიის გზები განიხილეს. მოსწავლეები დაინტერესდნენ საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებით. საუბარი შეეხო წარმატების მაგალითებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები სთავაზობს ახალგაზრდებს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

09-03-2018