საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში

სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ცენტრის საქმიანობაზე, უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და მის გარშემო გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სენაკის საჯარო ბიბლიოთეკას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალები გადაეცა.

09-03-2018