საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია ამჯერად კახეთში გრძელდება

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის შემდეგ შეხვედრები კახეთში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა შეხვედრები 12–13 მარტს თელავსა და გურჯაანში გამართეს. დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება ასევე, ყვარელში, ახმეტასა და საგარეჯოში.

 

შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები, ფერმერები, მედია და სხვ.


კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი ეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.


საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

13-03-2018