საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის მწერალთა სახლში

აჭარის მწერალთა სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიერ გავრცელებულ არასწორ ფაქტებსა და რეალობაზე ისაუბრა. შეხვედრას საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და სახელოვნებო სივრცის წარომადგენლები, მწერლები, კულტურისა და შემოქმედებით სფეროებში დასაქმებული პირები, პედაგოგები დაესწრნენ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე, აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევებსა და მათ პრევენციულ გზებზე. 

 

ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითმ, მწერალთა სახლის ადმინისტრაციასთან და აჭარის კულტურის სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

13-03-2018