საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია თბილისში გრძელდება

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისში გრძელდება.

 

ამჯერად, საინფორმაციო შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა. ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და ექსპერტი გიორგი გოგუაძე შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამოვლენილ იმ  რისკებსა და შესაძლო საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

დღის განმავლობაში, აღნიშნულ თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შედეგებზე ესაუბრნენ. 

  

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

29-03-2018