საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და დედაქალაქში გრძელდება.

 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ახალციხეს, ბორჯომს, გორს, ნიქოზს, მეჯვრისხევს, რუისსა და ხაშურს ეწვივნენ. შეხვედრებს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

 

კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს.

 

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

30-03-2018