საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა შედგა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, დევნილებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე შეხვდა. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, უვიზო მიმოსვლასა და მითებს, რომლებიც ვრცელდება ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო. შეხვედრის ბოლოს დამსწრეებს თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.

02-04-2018