საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლობებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე სხვადასხვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

 

შეხვედრაზე  უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამოვლენილ იმ  რისკებზე საუბრობენ, რომლებიც დაკავშირებულია წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. ამ ეტაპისთვის  55 შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგადაც 2500-მდე ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საფრთხეებსა და შედეგებზე.

 

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

03-04-2018