საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოცხადდა რეგისტრაცია სემინარზე "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"

26-27 აპრილს, თბილისში ორდღიანი სემინარი "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიმართება.

 

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ. პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

 

სემინარი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება

 

სემინარზე დასწრება შეუძლიათ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებიც მოღვაწეობენ შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სკოლებში.

 

მონაწილეთა ტრანსპორტიება გორიდან და უკან, განთავსება, კვება და საკანცელარიო ნივთები პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია. შეირჩევა 30 პედაგოგი.

 

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

05-04-2018