საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა პროგრამის “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითთმართველობისთვის” მონაწილეებთან

საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა პროგრამის “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითთმართველობისთვის” მონაწილეებთან.

 

პროგრამის ფარგლებში მე-10 შეხვედრა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაზე საუბარს დაეთმო. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ევროინტეგრაციასა და ნატოსთან დაახლოების შესახებ არსებული მითების ანალიზზე, ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად აღებულ ვალდებულებებსა და ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებთან დაახლოების პროცესზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებთან თემაზე: აზარალებს თუ არა ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე სოფლის მეურნეობის რეფორმა ფერმერებს - მოდელირებული დებატები გაიმართა.

05-04-2018