საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ფოთში

4 აპრილს,ნატოს 69-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფოთში, არასამთავრობო ორგანიზაციის " დიოსკურიის" ოფისში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ამ პროცესის გარშემო გავრცელებულ არასწორ შეხედულებებზე ისაუბრა.

 

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიესალმა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ღონისძიება ა/ო " დიოსკურიის" ინიციატივითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის ბიუროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

05-04-2018