საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარის ბიუროს სოფელი ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს, სოფ. ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო, აჩვენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ცენტრიც. ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე გაეცნენ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროში განთავსებულ ბეჭდურ გამოცემებს და საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

ახალგაზრდები ჩაერთვნენ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. ირმა გაბინაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრის დაასრულს მსმენელებს საინფორმაიო მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.

 

მოსწავლეები ცენტრის ბიუროს პროექტის „ევროპა ჩემი და შენი მომავალია“ ფარგლებში სტუმრობდნენ.

15-04-2018