საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ციხისძირის საჯარო სკოლაში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირზე,  დემოკრატიული ღირებულებებისა და იდეების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს ევროპული გზა, მიღწევები, გამოწვევები და ანტიდასავლური პროპაგანდა- ეს ის თემები იყო, რომლის შესახებაც მოსწავლეებეს ირმა გაბინაშვილი ესაუბრა. ევროპული ფასეულობების, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზენაესობაზე იმსჯელეს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც და ამ მხრივ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები.

15-04-2018