საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში, ბათუმის ცენტრალურ პარკში გარბენი „ნატოს თასი“ მოეწყო

ნატოს დღეების ფარგლებში, ბათუმის ცენტრალურ პარკში გარბენი „ნატოს თასი“ მოეწყო.

სპორტულ შჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც ბათუმის სასპორტო სკოლის წევრები, ასევე მოხალისეები და მოყვარული სპორტსმენები.

გამარჯვებულები თასებით, წიგნებითა და დიპლომებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ დააჯილდოვა.

სპორტული აქტივობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

სპორტული გარბენი ნატოს დღეების ფარგლებში ბათუმში ყოველწლიურად იმართება.

23-04-2018