საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გორში, შვიდკაცა რაგბის ტურნირი "დადე ლელო ნატოსთან ერთად" გაიმართა

ნატოს დღეების ფარგლებში, გორის სარაგბო ბაზაზე, შვიდკაცა რაგბის ტურნირი „დადე ლელო ნატოსთან ერთად“ გაიმართა. „ნატოს თასის” მფლობელი საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები გახდა. 

 

ტურნირის ორგანიზატორებმა ჩემპიონი გუნდის გარდა ინდივიდუალური მოთამაშეებიც დააჯილდოვეს. ტურნირის ტექნიკურ მოთამაშედ დათო ნინიძე დასახელდა. სპეციალური პრიზით დჯილდოვდა ზვიად ორმოცაძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო მელელოვე იაგო ხაბულიანი გახდა, ვერცხლის მედლები კი დასავლეთის აკადემიამ ჩაიბარა.

 

ტურნირი საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რაგბის კავშირთან და თბილისის რაგბის აკადემიასთან ერთად განახორციელა.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში საქართველოს ნატოში გაწევრების იდეისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

 

აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურია,  რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შერჩევისა და მომზადებისთვის. თუმცა, ტურნირმა წელს პირველად მიიღო  ოფოციალური სახე და „ნატოს თასი“ ეწოდა. ტურნირში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს  6 ასაკობრივი გუნდი, ჯამში 90 მორაგბე.

 

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ფონდი “ქართუ“.

 

ნატოს დღეები 16 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მეთერთმეტედ აღინიშნება. მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

23-04-2018