საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
იმერეთში, ნატოს დღეების ფარგლებში, ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა

ნატოს დღეების ფარგლებში, ხონში ჩემპიონატი ჭადრაკში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში ხონის რვა საჯარო სკოლის 24 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა და ხონის მერის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ თასები და სერტიფიკატები გადასცეს. ასევე, გამოვლინდა ორი საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ჩემპიონატი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით განხორციელდა.

24-04-2018