საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თელავში სტუდენტური დისკუსია "ნატო-უსაფრთხოების გარანტი" გაიმართა

ნატოს დღეების ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური დისკუსია "ნატო-უსაფრთხოების გარანტი" გაიმართა. დიკუსიის მიზანი ევროატლანტიკურ საკითხებზე სტუდენტების ინფორმირება იყო. დისკუსია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის ექსპერტმა ნინო ბაქრაძემ წარმართა, რომელმაც სტუდენტებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ასპექტები გააცნო. ექსპერტმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაში, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

 

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებითა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

 

 

24-04-2018