საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები ბათუმის საზღვაო აკადემიაში

ნატოს დღეები გრძელდება!

 

აჭარაში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში, ნატოს დღეების ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. აკადემიას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ესტუმრნენ. სტუმრებს სტუდენტებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიება ოფიციალურად საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გახსნა. სტუდენტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანიც მიესალმა. ოფიციალური მისალმების შემდეგ, როზარია პუგლისმა და ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებს ნატო - საქართველოს ურთიერთობასა და შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ.

 

აღინიშნა, რომ ნატოს დღეები საინფორმაციო ცენტრის წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხდება ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მათი აქტიური ჩართვა მიმდინარე პროცესში, რაც თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებმა დაათვალიერებეს საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. 

 

ნატოს დღეები 1 მაისს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება. 

24-04-2018