საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ექსკურსია სარფის გამტარ პუნქტსა და სანაპირო დაცვის ბაზაზე

ნატოს დღეების ფარგლებში,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებისა და ახალგაზრდებისთვის სარფის გამტარ პუნქტსა და სანაპირო დაცვის ბაზაზე შემეცნებითი ტური მოეწყო. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ბაზის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ უწყებების საქმიანობის სპეციფიკას. სასაზღვრო საემიგრაციო კონტროლის სამსახურის  და სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა  ახალგაზრდებს  საზღვრის დაცვის და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე  პრეზენტაციები  წარუდგინეს, აგრეთვე  ნატოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

 

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორგანიზებით გაიმართა.

 

25-04-2018