საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ნატოს დღეები იმერეთის რეგიონში გრძელდება!

 

ნატოს დღეების ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდული სახლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავჯდომარე ნინო ჯანელიძე მოადგილესთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და არსებულ მითებს შეეხო. ასევე, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდული სახლის თანამშრომლობით დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორია და მდინარე ჩხარას სანაპირო დასუფთავდა. აქციაში მოსწავლე-ახალგაზრდული სახლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ნატოს დღეების ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ტყიბულის სამხატვრო სკოლაში ნატოს თემაზე გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. გამოფენა სამხატვრო სკოლის დირექტორის მირზა ჭელიშვილის მხარდაჭერით მოეწყო. გამოფენაში 45 მოსწავლე მონაწილეობდა.

 

იმერეთის რეგიონში ნატოს დღეები სამტრედიაში გაგრძელდა. სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდულ სახლთან თანამშრომლობით ნატოს თემაზე ესსეების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ, გამარჯვებულს კი სამახსოვრო საჩუქარი.

 

ნატოს დღეები ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებითა და ნატოსა და ევრიკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს მხარდაჭერით ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლაში კალათბურთში ამხანაგური თამაში შედგა.  გამარჯვებულები თასით, მონაწილეები კი მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

 

ნატოს დღეები 1-ელ მაისს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება. 

27-04-2018