საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები მცხეთა-მთიანეთში

26 აპრილს, ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი  ნინო ბოლქვაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, პედაგოგებს, საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და  ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.

 

ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებზე, არსებულ  რეალობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

 

ტრადიციად ქცეული „ნატოს დღეები“  საქართველოში მიმდინარე წლის 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში იმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

 

ღონისძებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

 

 

27-04-2018