საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში, შუახევის მერის "დაბრუნება სკოლაში"

ნატოს დღეებს აჭარის მაღალმთიანეთიდან, შუახევის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ პროექტის „დაბრუნება სკოლაში“ ფარგლებში მშობლიურ შუახევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

ფრიდონ ფუტკარაძემ ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა გავრცელებული მითებსა დარეალურ ფაქტებს, მოსწავლეებს კი სრულფასოვანი განათლების მიღების სწრაფვისკენ მოუწოდა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი ესწრებოდა. ირმა გაბინაშვილმა მუნიციპალიტეტის მერი საინფორმაციო ცენტრის პროექტში ჩართვისთვის სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

 

პროექტის მიზანი საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების ინფორმირებაა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.

 

ნატოს დღეები საქართველოში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება. წელს ნატოსდღეები მეთერთმეტედ აღინიშნება.

27-04-2018