საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ლაგოდეხისა და ნინოწმინდის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა  ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა შეხვედრა გამართეს ლაგოდეხსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე,  სათემო კავშირების ხელმძღვანელებთან და  ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

ღონისძიებაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს ნატოს შესახებ გავრცელებული მითების, არსებული  რეალობისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე.

 

ტრადიციად ქცეული „ნატოს დღეები“  საქართველოში მომდინარე წლის 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში იმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

 

ღონისძებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

27-04-2018