საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ტრენერთა სკოლა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტრენერთა სკოლა გაიხსნა.
 
სკოლა, ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნა. ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. სტუდენტებს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა გოგიტა ღვედაშვილმა ევროკავშირის მიზნებზე, ამოცანებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
 
ტრენერთა სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია და მის ფარგლებში, მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას წლის ბოლომდე მიიღებენ.

08-05-2018