საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ტრენინგი მიგრაციის თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სიდას“ ორგანიზებით მიგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა,  მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობას ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის და მათი ძალისხმევის გაერთიანებას ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით.

 

შეხვედრას ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი თვიმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ბოლქვაძემ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ასევე იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR)“, ფარგლებში .

პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების “ ფინანსური მხარდაჭერით.

08-05-2018