საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს კუთხის გახსნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში

3 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში,  ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში  ნატოს კუთხე გაიხსნა. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საზოგადოებრივ ცენტრს საინფორმაციო ბროშურები გადასცა. შეხვედრისას   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  სამეგრელო- ზემო სვანეთის  რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა. 

 

 

 ნატოს კუთხის გახნასა და საინფორმაციო შეხვედრას პარლამენტის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია,  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,  მერი გოჩა ქაჩაია, საკრებულოს წევრები და  ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. 
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა.

03-05-2018