საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი სტუდენტებისთვის "ევროპული ახალგაზრდობა" გაიხსნა

10-11 მაისს, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  თბილისისა და რეგიონალური უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტს მასპინძლობს. ორდღიანი სემინარი „ევროპული ახალგაზრდობა“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ლექციით გაიხსნა. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ევორინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. სტუდენტები, ასევე, შეხვდებიან ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს. 

 

სემინარის გახსნას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე მოდერირებდა, რომელმაც სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევბსა და პერსპექტივებზე, ასევე, ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


ორი დღის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვ.

სემინარი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში მეორე წელია იმართება. „ევროპის დღეები 2018“ 5 მაისს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართებაევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

10-05-2018