საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეებს სკოლა „ევრო 2000“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოეხმაურა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ჩართულობით, ევროპის დღეებს სკოლა „ევრო 2000“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოეხმაურა. სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აჭარის ბიუროს მიერ გამოცხადებულ როგორც ახალგაზრდულ პროექტში “ ჩემი ხმა ევროპას“, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, მიიღეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები და გაეცნენ ინფორმაციას ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც. ევროპის დღეს სკოლამ ბათუმის ბულვარში სპეციალური ველომარათონიც მოაწყო და დაგეგმა სხვადასხვა აქტივობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად.

08-05-2018