საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები ბათუმის მე-7 და სოფელ ლეღვას საჯარო სკოლებში

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის მე-7 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლლებში ნაკისრ ვალდებულებებზე და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების მიზნით დემოკრატიული იდეების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ესაუბრა. საქართველოს ევროპული გზა, მიღწევები, გამოწვევები, უვიზო მიმოსვლის წესების დაცვა და ანტიდასავლური პროპაგანდა- ეს ის თემები იყო, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და იმსჯელეს, როგორც წარმატების მაგალითებზე, აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ახალგაზრდებმა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზენაესობაზეც იმსჯელეს და ამ მხრივ მათ მიერ განხორცილებეულ პროექტებზეც ისაუბრეს.

05-05-2018