საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი "ევროპული ახალგაზრდობა" დასრულდა

ევროპის დღეების ფარგლებში,  თბილისისა და რეგიონალური უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტისთვის ორდღიანი სემინარი დასრულდა. სემინარის „ევროპული ახალგაზრდობა“ ფარგლებში, სტუდენტებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომზე, საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, DCFTA-სა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ევროკავშირში სხვადასხვა ექსპერტისგან ინფორმაცია მოისმინეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტები პრეზიდენტის სასახლესაც ეწვივნენ და პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძეს შეხვდნენ. 

 

სემინარი რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში მესამედ გაიმართა. ევროპის დღეები 2018 5 მაისს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება

 

ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

11-05-2018